loader

როგორია გივი თარგამაძესთან ერთად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორია გივი თარგამაძესთან ერთად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა

კოლმეურნეობის მოედანზე აფეთქების შედეგად დაშავებული 5 პირიდან ერთ-ერთის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მას უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია ინგოროყვას კლინიკაში. დაშავებულები გუშინვე მოინახულა ჯანდაცვის მინისტრმა. მან მომხდარის პოლიტიკური შეფასებისგან თავი შეიკავა. დავით სერგეენკოს თქმით, დარწმუნებულია, რომ სამართალდამცველები უმოკლეს დროში გამოიძიებენ საქმეს. აფეთქება "ნაციონალიური მოძრაობის" ოფისთან გუშინ საღამოს მოხდა. დაუდგენელმა პირებმა გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.