loader

ავღანეთში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავღანეთში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს

ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" მონაწილე ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. ავღანეთში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მათივე ინფორმაციით, ავღანეთში საქართველოდან 19-კაციანი სპეციალური ჯგუფი გაემგზავრა, რომლებმაც ორი საარჩევნო უბანი მოაწყვეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სამხედროებმა არჩევანი ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გააკეთეს. მეორე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა კი მაზარი-შარიფში გერმანულ ბაზა "მარმალზე" დააფიქსირეს საკუთარი არჩევანი.

ქაბულში "მტკიცე მხარდაჭერის მისიის" შტაბში დისლოცირებული მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის "ალფა" ასეულის სამხედროებმა არჩევნებში, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლებმა, გადასატანი საარჩევნო ყუთით ისარგებლეს.

ავღანეთში ჩატარებული კენჭისყრის შედეგებს ცესკო საერთო არჩევნების დღის დასრულების შემდეგ შეაჯამებს.