loader

გივი თარგამაძე შსს-ში არ გამოცხადდა - სად მიმდინარეობს მისი გამოკითხვა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გივი თარგამაძე შსს-ში არ გამოცხადდა - სად მიმდინარეობს მისი გამოკითხვა?

გივი თარგამაძე დაკითხვაზე დაიბარეს, თუმცა, ვინაიდან პარლამენტარმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლა ვერ შეძლო, გამოკითხვა მის საცხოვრებელ სახლში მიმდინარეობს. გამომძიებლები მოსეშვილის ქუჩაზე თავად მივიდნენ. საქმე ოთხი ოქტომბრის ღამეს თბილისის ცენტრში მომხდარ აფეთქებას ეხება. დეპუტატის პირადი ავტომანქანის აფეთქებისას თარგამაძე ტრანსპორტში იმყოფებოდა, თუმცა, ის უვნებელი გადარჩა. მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. ეჭვმიტანილი ამ დრომდე გამოვლენილი არ არის.