loader

გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც გაერო-ს საქართველოს ახალგაზრდობის პრობლემებს გააცნობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც გაერო-ს საქართველოს ახალგაზრდობის პრობლემებს გააცნობს

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობას საკუთარი წარმომადგენელი ჰყავს. ის ცოტა ხნის წინ 24 წლის თათია დოლიძე გახდა. ახალგაზრდა დიპლომატი ქართველი თანატოლების პრობლემებს გაეროს გენერალურ ასამბლეას 2016-17 წლებში გააცნობს.

საქართველოს ახალგაზრდა წარმომადგენელს გაეროში საკმაოდ მრავალმხრივი ცოდნა და გამოცდილება აქვს შეძენილი. ჰოლანდიაში, მაასტრიხტის უნივერსიტეტში წარჩინებით დაეუფლა მაგისტრის ხარისხს. ამჟამად კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ევროპული სწავლების ინსტიტუტში სადოქტოროს კანდიდატია და დისერტაციის დაცვისთვის ემზადება. მანამდე ევროპარლამენტში სტაჟიორად, ბრიუსელის წამყვან კვლევით ცენტრში (CEPS) კვლევით ასისტენტად და ჩეხეთში მასარიკის უნივერსიტეტში პროფესორის ასისტენტად მუშაობდა.

ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ ენებს. არის რამდენიმე პუბლიკაციისა და კვლევითი ნაშრომის ავტორი.

წაიკითხეთ სტატია სრულად ambebi.ge-ზე