loader

პატრიარქი მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქი მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა. პატრიარქმა თავისი არჩევანი კრწანისის რაიონის ნომერ მე-4 საარჩევნო უბანზე გააკეთა.
უწმინდესი საარჩევნო უბანზე მეუფეებთან ერთად მივიდა.
"მთელ საქართველოს ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ დღეს. მოვუწოდებ ყველას, მთელ მოსახლეობას, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ღმერთმა დალოცოს საქართველო", - ბრძანა უწმინდესმა.
აღნიშნულ უბანზე სულ რეგისტრირებულია 1364 ამომრჩეველი. არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

Patriarch of Georgia calls on society to vote