loader

ხმაური ზუგდიდში - დამკვირვებელის ინფორმაციით მე-18 უბანზე გაურკვეველი პირები მივიდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური ზუგდიდში - დამკვირვებელის ინფორმაციით მე-18 უბანზე გაურკვეველი პირები მივიდნენ

ხმაური იყო ზუგდისი მე-18 საარჩევნო უბანზე, რომელიც 1 საათის დაგვიანებით გაიხსნა. როგორც "თავისუფალი დემოკრატების" დამკვირვებელმა ეგნატე შამუგიამ განმარტა, შეფერხების მიზეზი თავდაპირველად გახდა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წილისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმა, მოგვიანებით კი, შამუგიას თქმით, უბანზე გაურკვეველი პირები მივიდნენ, რომლებიც კომისიის თავმჯდომარეს აძლევდნენ მითითეთებს, თუ როგორ უნდა ემუშავა.