loader

ცესკო-ს უახლესი მონაცემები მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცესკო-ს უახლესი მონაცემები მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით

15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 34,79% შეადგინა, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს საინფორმაციო ბრიფინგზე განუცხადა. მისივე ინფორმაციით, რაოდენობრივად აღნიშნული მაჩვენებელი 1 222 634 ამომრჩეველს შეადგენს. ამასთან, ცესკო-ს სპიკერის განცხადებით, კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრა ფარულია და მნიშვნელოვანია ყველამ პატივი სცეს ხმის მიცემის ფარულობის პრინციპს. „შესაბამისად მოვუწოდებთ ყველას თავი შეიკავონ შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებისაგან ხმების დათვლამდე“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.