loader

დაპირისპირება ცესკოსთან - რა მოჰყვა გიორგი გაბედავას მისვლას "ნაციონალების" აქციაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაპირისპირება ცესკოსთან - რა მოჰყვა გიორგი გაბედავას მისვლას "ნაციონალების" აქციაზე

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე "ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქციაზე ყოფილ პოლიტპატიმარს, გიორგი გაბედავას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გაბედავა "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე მივიდა და ცესკოში შესვლამდე პარტიის ლიდერებისგან ითხოვდა პასუხს, რატომ დააკავეს ის უკანონოდ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს.

ამის შემდეგ გაბედავას შელაპარაკება აქციის მონაწილეებთან მოუვიდა, რა დროსაც მას ცესკოსთან მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მას აქციის მონაწილეები რუსეთის აგენტს უწოდებდნენ. გაბედავას საფეთქელთან აქვს დაზიანება მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ამ ინციდენტის გამო ლევან მამულაშვილი დააკავეს. ამ დროისთვის პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული გიორგი გაბედავა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟით ცენტრალური საარჩევნო კომისიის ტერიტორიიდან წაიყვანეს.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი