loader

ფედერიკა მოგერინი და იოჰანეს ჰანი - ჩვენ მზად ვიქნებით, ვიმუშაოთ დემოკრატიულად არჩეულ ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფედერიკა მოგერინი და იოჰანეს ჰანი - ჩვენ მზად ვიქნებით, ვიმუშაოთ დემოკრატიულად არჩეულ ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან

საარჩევნო პროცესის დასრულების შემდგომ ჩვენ მზად ვიქნებით, ვიმუშაოთ დემოკრატიულად არჩეულ ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე- პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინისა და ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხება.

განცხადებაში მოყვანილია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის მიერ გაკეთებული წინასწარი დასკვნიდან შეფასება, რომლის თანახმად, არჩევნები კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში ჩატარდა და ზოგადად, ადამიანის ძირითადი უფლებები დაცული იყო.