loader

დავით უსუფაშვილი - არჩევნების შედეგების გამოქვეყნების პროცესში სრულიად აშკარად იგრძნობოდა გარკვეული ფარული ხელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავით უსუფაშვილი - არჩევნების შედეგების გამოქვეყნების პროცესში სრულიად აშკარად იგრძნობოდა გარკვეული ფარული ხელი

არჩევნებზე იყო ხარვეზები, თუმცა ეს ხარვეზები ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიგვანიშნებს იმაზე, რომ თავად არჩევნები იყო არალეგიტიმური, იმიტომ, რომ მოქალაქეებს ჰქონდათ არჩევანის თავისუფლად გაკეთების საშუალება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, დავით უსუფაშვილის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში აშკარად შეინიშნებოდა კვალიფიკაციის ნაკლებობა, რამაც პროცესში ბევრი ხარვეზი შემოიტანა. გარდა ამისა, უსუფაშვილის თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც არჩევნების შედეგების გამოქვეყნების პროცესში სრულიად აშკარად იგრძნობოდა გარკვეული ფარული ხელი.