loader

რამდენი დეპუტატის მანდატით შეუძლია ახალ პარლამენტს მუშაობის დაწყება? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენი დეპუტატის მანდატით შეუძლია ახალ პარლამენტს მუშაობის დაწყება?

ახალ პარლამენტს მუშაობის დაწყება სულ მცირე, 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის შემთხვევაში შეუძლია. კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ერთპარტიული იქნება, პოლიტიკურად კრიზისული ვითარება შეიქმნება. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, როგორც ექსპერტმა აღნიშნა, თუკი საკანონმდებლო ორგანოში "ქართული ოცნება" 2/3-ით, ანუ მინიმუმ 100 მანდატით შევა, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ბოიკოტირების შემთხვევაშიც კი, პარლამენტს ფუნქციონირების დაწყების უფლებამოსილება ექნება. რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობას, როგორც მენაბდემ განმარტა, მოცემულ ვითარებაში პრეზიდენტს არ აქვს უფლება, საკანონმდებლო ორგანო დაითხოვოს.