loader

"დაპირისპირების დირიჟორი გიგა ბოკერიაა" - არის თუ არა განხეთქილება "ნაციონალურ მოძრაობაში"? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაპირისპირების დირიჟორი გიგა ბოკერიაა" - არის თუ არა განხეთქილება "ნაციონალურ მოძრაობაში"?

"არის თუ არა განხეთქილება "ნაციონალურ მოძრაობაში" - ექსპერტების პროგნოზით, პარტიაში დაპირისპირების დირიჟორი გიგა ბოკერიაა. რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში იშვიათობაა, როდესაც გუნდის წევრები ლიდერს უპირისპირდებიან. მისი აზრით, უმჯობესია, "ნაციონალური მოძრაობის" რადიკალური და ლიბერალური ფრთის გზები გაიყოს, ვიდრე ერთ დღეს მიხეილ სააკაშვილის ლოზუნგი ისმოდეს, მეორე დღეს კი - დავით ბაქრაძის. მისი აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" ის ფრთა, რომელიც პარლამენტში შესვლას ემხრობა, უფრო რეალისტურად აზროვნებს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი. პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კი არჩევნებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" გახლეჩვას არ ელოდება, თუმცა აცხადებს, რომ პარტიაში განვითარების 2 სხვადასხვა სცენარია - ერთი სააკაშვილის, მეორე კი ბოკერიას გზა, რომელიც 2020 წელს ხელისუფლებაში დაბრუნებაზეა ორიენტირებული. ამ ეტაპზე "ნაციონალურ მოძრაობაში" სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით აზრი ორად არის გაყოფილი. აზრთა სხვადასხვაობა პარლამენტში შესვლის საკითხმა წარმოშვა.