loader

ახალი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება?

"ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე გადაწყვეტილება შესაძლოა პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით მიიღოს. აღნიშნულ საკითხზე პარტიაში ამჟამად მხოლოდ იმას ამბობენ, რომ გადაწყვეტილება არც პარლამენტის თავმჯდომარის და არც სხვა დანარჩენ საპარლამენტო პოსტებზე წარსადგენ პირებზე არ მიუღიათ და ამაზე მხოლოდ მას შემდეგ იმსჯელებენ, რაც არჩევნები მთლიანად დასრულდება. ამასთან, "ქართულ ოცნებაში" პარტიის ცალკეული წევრები, მათ შორის, დეპუტატები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მმართველი პარტია პარლამენტის თამჯდომარედ სწორედ კობახიძეს წარადგენს, რომელსაც საარჩევნო სიაში მესამე ადგილი უკავია და მას შემდეგ, რაც გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე აღმასრულებელ ხელისუფლებას დაუბრუნდებიან, სიის ლიდერად რჩება. აქცენტი იმაზეც კეთდება, რომ კობახიძე პარტიის გამოკვეთილი პოლიტიკური სახეა.