loader

ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის ერთ-ერთი მოწმე ამბობს, რომ შემთხვევის ადგილზე დათა ახალაია იცნო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის ერთ-ერთი მოწმე ამბობს, რომ შემთხვევის ადგილზე დათა ახალაია იცნო

ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის ერთ-ერთი მოწმე ამბობს, რომ შემთხვევის ადგილზე დათა ახალაიაც იმყოფებოდა. სასამართლომ ამჯერად ბრალდების მხარის მოწმეები - ყოფილი სპეცრაზმელი და სამედიცინო ექსპერტი დაკითხა. საქმეზე ბრალდებულები დათა ახალაია და გია დგებუაძე, იგივე "მასტერა" არიან. ყოფილმა სპეცრაზმელმა გელა ტაბატაძემ განაცხადა, რომ სპეცრაზმის სპეცოპერაციის ადგილზე მისვლისას სროლები შეწყდა. მან ასევე განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე იცნო დათა ახალაიაც. როგორც პროკურორი აცხადებს, ამ ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნავთლუღის სპეცოპერაციაში სპეცრაზმი არ მონაწილეობდა. რაც შეეხება დაკითხულ კიდევ ერთ მოწმეს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტს, მან განაცხადა, რომ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი შალვა თათუხაშვილი, რომელიც ამ საქმეზე ერთ-ერთი მოწმე იყო, ალკოჰოლის მწვავე ინტოქსიკაციით და სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. სამედიცინო დასკვნაზე პროკურატურა აცხადებს, რომ თათუხაშვილის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები მას მიღებული ქონდა გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე.