loader

"ხო იძახდა ერთი ფაქტი მაინც დამიდეთო - აჰა, ზონდერ" - გიორგი ონიანს ვიდეოკომპრომატებით უპირისპირდებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხო იძახდა ერთი ფაქტი მაინც დამიდეთო - აჰა, ზონდერ" - გიორგი ონიანს ვიდეოკომპრომატებით უპირისპირდებიან

რამდენიმე დღის წინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ონიანმა "აიპრესთან" საუბრისას განაცხადა, რომ შსს-ში მუშაობის პერიოდში მის მიერ ჩადენილი ძალადობის ერთ ფოტო, ან ვიდეო ფაქტს თუ წარუდგენენ, მზად არის კანონის წინაშე პასუხი აგოს.
მისი ამ განცხადების პასუხად, "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ შექმნილ "ფეისბუქის" გვერდზე, სახელწოდებით "მიხეილ უკრაინოლოგი", გამოჩნდა საარქივო კადრები, რომელშიც ონიანის მიერ სიუხეშის ფაქტებია დაფიქსირებული.

ამ კადრებს "ფეისბუქზე" შემდეგი კომენტარით აზიარებს საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია:
"
ვაზისუბნელებო მოიშორეთ ნაზონდერალი ნაგავი!! უბრალოდ სირვცხვილია ეს სამარცხვინო კაცი ერთ ხმასაც რომ იღებს! ხო იძახდა ერთი ფაქტი მაინც დამიდეთო... აჰა ზონდერ".