loader

დღეს სვეტიცხოვლობაა - რა გადმოცემა უკავშირდება დღევანდელ დღესასწაულს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დღეს სვეტიცხოვლობაა - რა გადმოცემა უკავშირდება დღევანდელ დღესასწაულს

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დღეს "კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას" დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წმინდა სინოდის წევრებთან ერთად სადღესასწაულო საღვთო ლიტურგიას სვეტიცხოველში აღავლენს. გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მცხეთაში მცხოვრებმა ებრაელმა ელიოზმა იესოს კვართი საქართველოში ჩამოაბრძანა. ელიოზის დამ, სიდონიამ კვართი გულში ჩაიკრა და გარდაიცვალა. ადგილზე, სადაც სინოდია კვართთან ერთად დაკრძალეს, კვიპაროსის ხე ამოვიდა.

Georgia celebrates Svetitskhovloba – The day of historical cathedral