loader

აფეთქება ანტალიაში - ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აფეთქება ანტალიაში - ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული

თურქეთის ქალაქ ანტალიაში აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინფორმაცია დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

სააგენტო "ანადოლუს" ცნობით, აფეთქება პორტის ტერიტორიაზე, ანტალია-ქემერის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალთან მოხდა. ადგილზე იმყოფებიან პოლიციის ძალები და სასწრაფო დახმარების მანქანები.

აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც სააგენტო "დოგანი" წერს, პორტის ტერიტორიაზე ორი რაკეტის გაშვება განხორციელდა.