loader

ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩენო უბანზე მომხდარ ინციდენტში ბრალდებულ ექვსივე პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
როგორც ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, ისინი გაეცნობიან მოსამართლის სამართლებრივ არგუმენტაციას და შეეცდებიან, რომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ.
პროკურორ ლევან ჯალაღანიას განცხდებით, მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც იყო ვიდეომასალით და მოწმეთა ჩვენებებით განმტკიცებული.
განაჩენს დაკავებულთა ახლობლების პროტესტი მოჰყვა. დარბაზიდან გამოსული ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთი შეუძლოდ გახდა.
წინასასამართლო სხდომა 6 დეკემბერს გაიმართება.