loader

ფოტოები პატარებთან და ყვავილების ფესტივალი - გიორგი კვირიკაშვილი "თბილისობის" ღონისძიებებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფოტოები პატარებთან და ყვავილების ფესტივალი - გიორგი კვირიკაშვილი "თბილისობის" ღონისძიებებზე

გიორგი კვირიკაშვილი "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით რიყეზე გამართულ ღონისძიებებს თბილისის მერთან ერთად დაესწრო.

ევროპის მოედანსა და რიყეზე, თბილისობის ფარგლებში, რამდენიმე ფესტივალი იმართება. ასევე სხვადასხვა კულტურული, სპორტული, საბავშვო გასართობი ღონისძიებები, კულინარიული გამოფენა-გაყიდვები და სასოფლო-სამეურნეო ბაზრობებია მოწყობილი.

გიორგი კვირიკაშვილი ევროპის მოედანზე მოწყობილ ყვავილების ფესტივალს ეწვია, მერთან ერთად რიყის ტერიტორია მოიარა, პატარებთან რამდენიმე სამახსოვრო ფოტო გადაიღო და ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო.