loader

კახა კალაძის ირონიული პასუხი ლევან ბერძენიშვილს და ბოდიში "რესპუბლიკურ პარტიას" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახა კალაძის ირონიული პასუხი ლევან ბერძენიშვილს და ბოდიში "რესპუბლიკურ პარტიას"

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე "რესპუბლიკურ პარტიას" ბოდიშს უხდის. ასე პასუხობს კალაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ჩემი კითხვის" ეთერში დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ კალაძე დიდი ფეხბურთელი იყო, თუმცა დიდი პოლიტიკოსი ვერ შედგა.

"მინდა ბოდიში მოვუხადო "რესპუბლიკურ პარტიას", რადგან წინასაარჩევნო კამპანიის დროს მე ვთქვი, რომ "რესპუბლიკური პარტია" არის 0,3 პროცენტიანი პარტია და არჩევნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ 1 პროცენტზე ცოტა მეტი რეიტინგი აქვს", - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ასევე:

ბერძენიშვილი კალაძის დაცინვის შემდეგ: "რა ქნას, პატარა კაცი ყოფილა, მე არ ვიკადრებდი ამას"