loader

დედაქალაში უკვე მეორე დღეა თბილისობას აღნიშნავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დედაქალაში უკვე მეორე დღეა თბილისობას აღნიშნავენ

დედაქალაში უკვე მეორე დღეა თბილისობას აღნიშნავენ. სხვადასხვა ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს. ლეღვთახევში მივიწყებული პროფესიების იმიტირებული მიზანსცენები იმართება. ევროპის მოედანზე თბილისური ბაზარი მოეწყო. ღვინის აღმართთან სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა, გაყიდვა ხდება. რიყის პარკში სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია, გამოფენა, გაყიდვა იმართება . აქვე მიმდინარეობს სპორტული ღონისძიებები პარკურსა და კალათბურთში - მოწყობილია რაგბისა და მინი გოლფის მოედანი.

"ახალი ტფილისის" ტერიტორიაზე კი მნახველებს პანტომიმის თეატრის წარმოდგენას და ქუჩის მუსიკოსების, ასევე სხვადასხვა ანსამბლების კონცერტებს სთავაზობენ. დღესვე თბილისის საკრებულოში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი 2016" - ის, ასევე "თბილისზე მზრუნველის" დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება. საღამოს კი დაგეგმილია "თბილისის თანამედროვე ბალეტის" წარმოდგენა. ასევე გალა-კონცერტი მეიდანზე. თბილისობის სადღესასწაულო ღონისძიებებს გვიან ღამით "ახალ ტფილისში" DJ GACHA დაასრულებს.