loader

ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

აშშ-სა და სამხრეთ კორეის სამხედროების მტკიცებით, ჩრდილოეთ კორეამ მორიგი რაკეტა გამოსცადა. წყაროს ცნობით "მუსუდანის" ტიპის ბალისტიკური რაკეტის გამოცდა წარუმატებლად დასრულდა და ის აფრენიდან რამდენიმე წამის შემდეგ ჩამოვარდა. პენტაგონის განცხადებით რაკეტა ქალაქ კუსონიდან გაუშვეს. ინფორმაციას სამხრეთ კორეაც ადასტურებს. წელს ჩრდილოეთ კორეამ უპრეცედენტო რაოდენობის სხვადასხვა ტიპის რაკეტები გამოსცადა, რაც საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო.