loader

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი არ დააკმაყოფილა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი არ დააკმაყოფილა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, "ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი, რომლითაც პარტია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა არ დააკმაყოფილა. პარტია ასევე ბიულეტენების ხელახალ გადათვლასაც მოითხოვდა. სასამართლომ ასევე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რვა სარჩელიდან, მხოლოდ ორი დააკმაყოფილა, რომლებიც საუბნო კომისიების თავმჯდომარეების დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვდა. „ნაციონალური მოძრაობა" სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს