loader

"მშობლის მიერ შვილის დაწყევლა ძალიან საშიშია და ხშირად სრულდება" - პატრიარქმა მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე იქადაგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მშობლის მიერ შვილის დაწყევლა ძალიან საშიშია და ხშირად სრულდება" - პატრიარქმა მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე იქადაგა

"იმისათვის, რომ შვილი ბედნიერი იყოს, მშობელმა ის უნდა დალოცოს", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, სამების საკათედრო ტაძარში ბრძანა. მშობლების მიერ შვილების დალოცვის მნიშვნელობაზე, პატრიარქმა დღეს ვრცლად იქადაგა. მან მშობლების მიერ შვილების დალოცვის ლოცვა წაიკითხა და აღნიშნა, რომ ის დაიბეჭდება და დარიგდება. ილია მეორის თქმით, მშობლების მიერ შვილის დალოცვის წესი ასეთია: ბავშვი უნდა დააყენო მუხლებზე დედის და იმ ხატის წინაშე, რომლითაც დაილოცება, ორივე ხელი დაადო თავზე და წაიკითხო ლოცვა. ლოცვის დასრულების შემდეგ ნაკურთხი წყლით უნდა აკურთხონ და გარდასახონ პირჯვარი. პატრიარქის განცხადებით, შვილის დასალოცად მშობლები უნდა მოემზადონ. მამამ ის ცალკე უნდა დალოცოს, დედამ - ცალკე.