loader

ლარის კურსი, რომელიც ხვალ დაგხვდებათ ვალუტის ჯიხურებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლარის კურსი, რომელიც ხვალ დაგხვდებათ ვალუტის ჯიხურებში

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3752 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. 18 ოქტომბრიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3752 ლარი გახდება. კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.3537 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0215 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, 18 ოქტომბრიდან ერთი ევროს შეძენა 2.6103 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.5942 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0161 ლარი შეადგინა.