loader

ლაგოდეხში იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლაგოდეხში იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1973 წელს დაბადებული გ. კ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ თამარიანში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და კარაბინისთვის განკუთვნილი 660 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს, ასევე, ამოღებულია არარეგისტრირებული სანადირო თოფი. ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სროლისთვის ვარგისია.