loader

ბარაკ ობამას განცხადება საქართველოსა და რუსეთის კომფლიქტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბარაკ ობამას განცხადება საქართველოსა და რუსეთის კომფლიქტზე

რუსეთმა საქართველოში გაყინული კონფლიქტი შექმნა - ამის შესახებ ბარაქ ობამამ იტალიის პრემიერ მატეო რენცისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აშშ-სთვის გამოწვევა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა გახდა. ამის მაგალითად, ობამამ მოიყვანა უკრაინა და საქართველო მოიყვანა.

"აშშ-ის პრეზიდენტი როცა გავხდი, რუსეთი, წინა ადმინისტრაციის დროს, უკვე შეჭრილი იყო საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც გაყინული კონფლიქტი შექმნა. იმ დროს რუსეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავდა და შევეცადეთ ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობებში კონსტრუქციული გზა გამოგვენახა. მიმაჩნია, რომ რუსეთს საკმარისი პატივისცემა დავანახეთ, უზარმაზარ სხვაობებსა და სხვა ფასეულობებს ვაღიარებდით და ასევე ვცდილობდით ერთობლივი თანამშრომლობისთვის გზების გამონახვას" - განაცხადა ობამამ.