loader

ზღვაში დაკარგული ჯარისკაცების ცხედრებს 2 თვეა ვერსად მიაგნეს - მინისტრამ კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზღვაში დაკარგული ჯარისკაცების ცხედრებს 2 თვეა ვერსად მიაგნეს - მინისტრამ კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა

ზღვაში დაკარგული ჯარისკაცების ცხედრებს 2 თვის განმავლობაში ვერსად მიაკვლიეს. თავდაცვის სამინისტრო მომხდარზე რაიმე ახალ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ფლობს. მოკლე განცხადება ჟურნალისტებთან მინისტრმა ლევან იზორიამ გააკეთა. სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეების - კაპრალ იაგო შარაძისა და I კლასის რიგითის გიორგი ნანეტაშვილის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია სამინისტრომ 16 აგვისტოს გაავრცელა. სამხედრო მოსამსახურეები გონიოში მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ.საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ნანეტაშვილმა და შარაძემ ზღვის ზედაპირზე ამოსვლა ვერ შეძლეს. სამძებრო ღონისძიებებში მაშინ სამხედრო პოლიცია, შეიარაღებული ძალების ავიაცია, შსს-ს შესაბამისი დანაყოფები და თურქული სამძებრო ხომალდი ჩაერთნენ, თუმცა უშედეგოდ. დაკარგულების ოჯახის წევრებმა სანაპიროზე პერმანენტული საპროტესტო აქციებიც გამართეს და ხელისუფლებისგან დახმარებას და ცხედრების დროულად პოვნას მოითხოვდნენ.