loader

ბიჭი, რომელიც წიგნებს აცოცხლებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიჭი, რომელიც წიგნებს აცოცხლებს

ციდან ჩამოვარდნილი 100 თინეიჯერის ამბავი, სპეციალური ორბიტალური სადგური, უმკაცრესი წესები - ეს ერთ-ერთი წიგნის ანიმაციური განხილვიდან ამოღებული მესიჯებია, რომლის ავტორი 21 წლის სტუდენტი, ზურა ნაროზაულია. აი, როგორ იწყება მის მიერ შექმნილი, შეიძლება ითქვას, ინოვაციური ვიდეო:

"კეს მორგანის "ასეული" მოგვითხრობს ციდან ჩამოვარდნილ 100 თინეიჯერზე - ეს, რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობით. მაგრამ რეალურად, წიგნის შინაარსი საკმაოდ მისტიურია. ძირითადი ჟანრი არის ფუტურისტული სამეცნიერო ფანტასტიკა პოსტაპოკალიფსური ელემენტებით. და როგორც თითქმის ყველა პოსტაპოკალიფსურ სამეცნიერო ფანტასტიკას ახასიათებს, დედამიწა, რატომღაც, აქაც ნადგურდება. ახლა, რაშია საქმე: სახელმწიფოებმა დაიწყეს ბრძოლა ერთმანეთთან მიწებისთვის, ძალაუფლებისთვის, ბლა, ბლა, ბლა...და რატომღაც ამ სახელმწიფოებს აზრად მოუვიდათ გამოეყენებინათ ბირთვული იარაღი. შედეგი თავისთავად ნათელი იყო."

როგორი აღმოჩნდა შედეგი, ამის მოსმენა მსურველს წიგნ "ასეულის" ანიმაციური განხილვიდან შეუძლია. ვიდეოში არსებული საინტერესო ვიზუალიზაცია, ინფორმაციით დატვირთული აუდიო-ისტორია და თემატური მელოდია ვიდეოს ვიზიტორს უბიძგებს წიგნის წაკითხვისკენ გადადგმული ამ პირველი ნაბიჯით საბოლოო შედეგამდე მივიდეს და წიგნს გაეცნოს