loader

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმე: მოწმის სკანდალური ჩვენება და ციხეში წამების დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმე: მოწმის სკანდალური ჩვენება და ციხეში წამების დეტალები

ჯაშუშების და პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთ-ერთმა დაზარალებულმა სკანდალური ჩვენება მისცა. გია გორელაშვილის ინფორმაციით, მას მეგის ქარდავა მოკვლით დაემუქრა. მისი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 2011 წლის სექტემბერში ის რამდენიმე პირთან ერთად ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში მის მიმართ წამება და არაადმიანური მოპყრობა განხორციელდა. გორელაშვილმა ამჯერად კონკრეტული გვარებიც დაასახელა. მან ასევე სხდომაზე განაცხადა, რომ წინასწარი პატომრობის დროს პირველად ნახა სერგო თეთრაძე, რომელსაც სახეზე ცემის კვალი ეტყობოდა. გორელაშვილმა ასევე გაიხსენა, როგორ მიმდინარეობდა მისი ცემა საპყრობილეში, ალექსანდრე მუხაძის კაბინეტში. ასევე ესმოდა როგორ სცემდნენ სერგო თეთრაძეს. ამ საქმეზე გამოძიება ბაჩო ახალაიას წამების ორგანიზებას ედავება.