loader

სარფის სასაზღვრო პუნქტთან 223 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია აზერბაიჯანის მოქალაქე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სარფის სასაზღვრო პუნქტთან 223 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია აზერბაიჯანის მოქალაქე

შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 1979 წელს დაბადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე რ. ჰ. დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 223 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 1,7166 გრ ჰეროინს შეიცავს. ასევე, ამოღებულია ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 27 აბი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.