loader

ადგილი კრწანისის სამხედრო ბაზაზე, სადაც გიგა შენგელია გუშაგის მიერ ნასროლი ტყვიით დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ადგილი კრწანისის სამხედრო ბაზაზე, სადაც გიგა შენგელია გუშაგის მიერ ნასროლი ტყვიით დაიღუპა

კრწანისის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი გიგა შენგელიას მამა, რომან შენგელია სასწავლო ცენტრ "კრწანისში" თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, გარდაცვლილის მამამ პოზიცია შეცვალა. რომან შენგელია ამჟამად უკვე არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი ცენტრში, შესაძლოა, რამის მოსაპარადაც იყო შესული. მშობელმა "კრწანისის" სასწავლო ცენტრში ის ადგილი დაათვალიერა, სადაც მისი შვილის გვამი იპოვეს.როგორც მან აღნიშნა, საქმის ვითარებაში გარკვევისას დარწმუნდა, რომ სროლა ბაზის ტერიტორიაზე მოხდა, მისი შვილის გვამი კი გარეთ იყო ნაპოვნი. რაც შეეხება დამოკიდებელი ექსპერტიზისა და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მოთხოვნას, როგორც რომან შენგელიამ აღნიშნა, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ის დღეს მიიღებს. ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებული სკანდალური განცხადებების შემდეგ, რომან შენგელია უკვე გამოძიების დასრულებას ელოდება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 წუთზე წვრთნებისა და ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი დაფიქსირდა. სამინისტროს ცნობით, რამდენიმე უცხო პირი არ დაემორჩილა განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა.