loader

ნატო შავ ზღვაში სამხედრო წარმომადგენლობას აძლიერებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნატო შავ ზღვაში სამხედრო წარმომადგენლობას აძლიერებს

ნატო შავ ზღვაში სამხედრო წარმომადგენლობას აძლიერებს. აღნიშნული საკითხი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე განიხილეს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო-ს არ სურს რუსეთთან კომფრონტაცია ან ახალი ცივი ომის დაწყება. ალიანსის ქმედებები მხოლოდ თავდაცვით ხასიათს ატარებს.

"ჩვენ ვიმსჯელეთ პროგრესზე ნატო-ს ყოფნის გაძლიერებაში შავი ზღვის რეგიონში. მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, შეიტანოს წვლილი ჩვენს სამხედრო ყოფნაში შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის, ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში" - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.