loader

იტალიის მიწისძვრისას დაღუპულებს შორის არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები? - საელჩო ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იტალიის მიწისძვრისას დაღუპულებს შორის არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები? - საელჩო ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იტალიური მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს. იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა იტალიის შესაბამის სამსახურებთან. მიწისძვრასთან დაკავშირებით რომში, საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი. ცენტრალურ იტალიაში ორი ძლიერი მიწისძვრა წუხელ მოხდა. პირველი ბიძგების სიმძლავრემ 5.5 მაგნიტუდა შეადგინა, რომელსაც ორი საათის შემდეგ 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. შედეგად, დაზიანდა შენობები და დაშავდა ათობით მოქალაქე. ბიძგები იგრძნობოდა რომშიც.