სისხლიანი გარჩევა თბილისის ცენტრში - ბახტრიონზე ორი ახალგაზრდა დაჭრეს
სისხლიანი გარჩევა თბილისის ცენტრში - ბახტრიონზე ორი ახალგაზრდა დაჭრეს. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის განცხადებით, ახალგაზრდებს მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებათ. შედარებით მძიმეა ერთ-ერთის მდგომარეობა. მას ჭრილობა გულმკერდის არეში და ქვედა კიდურზე აქვს მიყენებული. დაჭრილს გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა. მეორე მამაკაცს კი მხოლოდ ფეხში აქვს ნასროლი. ექიმების თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარზე გამოძიება 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-შეძენა-ტარებას გულისხმობს.