loader

შელაპარაკება ყიზილაჯლოში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შელაპარაკება ყიზილაჯლოში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის

ყიზილაჯლოს 50-ე საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. უბანზე იმყოფებიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები - სოზარ სუბარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მარნეულში თამაზ ნავერიანი, ხოლო "ნაციონალური მოძრაობიდან" - გიგა ბოკერია, ოთარ კახიძე, გიორგი კახიძე და სხვა წარმომადგენლები.

გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ "50-ე საარჩევნო უბანი უნდა გაუქმდეს, რადგან საარჩევნო პროცესი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს". კერძოდ, მისი თქმით, ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვას, ასევე, მისი ინფორმაციით, რამდენიმე პირი უბანზე მარკირების გარეშე შეუშვეს.

თავის მხრივ, სოზარ სუბარმა და თამაზ ნავერიანმა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს. სუბარმა "ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე უბანზე საარჩევნო პროცესის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა. მისი ინფორმაციით, ამის მიზეზია ის, რომ ეს პარტია მეორე ტურს აგებს.