loader

კურიოზები, რომლებიც არჩევნებზე გუშინ დაფიქსირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კურიოზები, რომლებიც არჩევნებზე გუშინ დაფიქსირდა

საქართველოში ყველა ჩატარებულ არჩევნებს თან ახლავს კურიოზები. არც გუშინდელი დღე იყო გამონაკლისი და საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზეც დაფიქსირდა რამდენიმე კომიკური შემთხვევა.

სამეგრელოში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ცხენითა და "ქართული ოცნების" დროშით მივიდა. ვიდეომასალა "ინფო 9"-მ გაავრცელა.

დალევა, გართობა და კარტის თამაში გურიის საარჩევნო უბანზე - ვიდეოკადრები "გურია ნიუსის" ჟურნალისტებმა დააფიქსირეს. სააგენტოს ინფორმაცით, ჩოხატაურის საოლქო-საარჩევნო კომისიის #15 უბნის მეორე სართულზე, სადაც უცნობი პირები ალკოჰოლს მიირთმევდნენ და ბანქოს თამაშობდნენ, კომისიის წევრიც იმყოფებოდა. უბანზე მდგომარეობა იმდენად დაიძაბა, რომ პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

პირებმა, რომლებსაც ხმის მიცემა უნდოდათ, მაგრამ ხელზე მარკირება დაუფიქსირდათ, მიზეზად დაასახელეს ის, რომ ჭამეს მანდარინი, - ამის შესახებ ბათუმის 63-ე უბნის თავმჯდომარე რამაზ სეფერთელაძემ განაცხადა.