loader

ახალი დეტალები ვარკეთილში მომხდარი აფეთქების შესახებ: ავტოფარეხს ოჯახი საცხოვრებლად იყენებდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი დეტალები ვარკეთილში მომხდარი აფეთქების შესახებ: ავტოფარეხს ოჯახი საცხოვრებლად იყენებდა

ვარკეთილში, ავტოფარეხში მომხდარი აფეთქების შედეგად 2 ადამიანია დაშავებული, - ამის შესახებ „პალიტრანიუსს“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ორივე მათგანს აღენიშნება დამწვრობები. მათგან ერთ-ერთს ასევე მიღებული აქვს თავის ტრავმა და ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ინგოროყვას კილინკაში გადაიყვანეს.

ვარკეთილში, ავტოფარეხში მომხდარი აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა. ადგილზე სამაშველო სამსახურის 4 ეკიპაჟი და საპატრულო პოლიცია მუშაობდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ავტოფარეხს საცხოვრებელი დანიშნულებით იყენებდნენ.
აფეთქების ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.