loader

თეთრი სახლი ულოცავს ქართველ ხალხს მეორე ტურის წარმატებით დასრულებას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თეთრი სახლი ულოცავს ქართველ ხალხს მეორე ტურის წარმატებით დასრულებას

თეთრი სახლი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის, ნედ ფრაისის განცხადებაშია ნათქვამი, აშშ ულოცავს ქართველ ხალხს მეორე ტურის წარმატებით დასრულებას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიული რეფორმების ლიდერია.

თეთრი სახლი აღნიშნავს, რომ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ 8 და 30 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც კონკურენტუნარიანი და ორგანიზებული ისეთი გზით, რომ დაცული იყო კანდიდატების და ამომრჩევლის უფლებები.