loader

100 ლარის განახლებული ბანკნოტი, რომელიც მიმოქცევაში დღეიდან გამოვიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

100 ლარის განახლებული ბანკნოტი, რომელიც მიმოქცევაში დღეიდან გამოვიდა

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან მიმოქცევაში 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები გამოვიდა და მიმოქცევაში იქნება ძველი ემისიების ბანკნოტებთან ერთად.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, 100 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტზე შენარჩუნებულია კარგად ნაცნობი, ლარის ბანკნოტების თავდაპირველი თემატიკა. ამავდროულად, ბანკნოტზე წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახალი ელემენტებით. განახლებული დიზაინი კიდევ უფრო მეტი სიზუსტით და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას.