loader

დიდთოვლობა აჭარაში: ჩაკეტილი გოდერძის უღელტეხილი, დაზიანებული ციტრუსი და უშუქოდ დარჩენილი 25-მდე სოფელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიდთოვლობა აჭარაში: ჩაკეტილი გოდერძის უღელტეხილი, დაზიანებული ციტრუსი და უშუქოდ დარჩენილი 25-მდე სოფელი

აჭარის მთიანეთში მოთოვა. თოვლის საფარი დაბლობში 15, ხოლო მაღალ სოფლებში 30 სანტიმეტრს აღწევს. გოდერძის უღელტეხილზე კი 60 სანტიმეტრია. 25-მდე სოფელს ელექტრომომარაგების პრობლემა შეექმნა. რამდენიმე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა, სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამ დროისთვის გოდერძის უღელტეხილი ჩაკეტილია. აქტიური გაწმენდითი სამუშაოები შეუჩერებლად მიმდინარეობს. გამგეობაში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა.

ბათუმის შემოგარენსა და ხელვაჩაურში სეტყვამ ციტრუსი დააზიანა. პრობლემები შეიქმნა ასევე, ქობულეთშიც. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის,  ლაშა კომახიძის განცხადებით, ფერმერებმა, ვისაც დაზღვეული ჰქონდა მოსავალი, უნდა მიმართონ სადაზღვევო კომპანიებს ზარალის ასანაზღაურებლად, ხოლო ფერმერებს, ვისაც ჯერ არ დაუზღვევია ციტრუსი, მინისტრი რეკომენდაციით მიმართავს, უხვნალექიანი წელია და 10 ნოემბრამდე კიდევ შესაძლებელია დაზღვევის გაკეთება. აჭარაში ღამის განმავლობაში წვიმდა, დილით კი გარკვეული ტერიტორიები ორჯერ დაისეტყვა.