საკონსტიტუციო სასამართლომ გახმაურებული საქმეების განხილვა, შესაძლოა, თავიდან დაიწყოს
ე. წ გახმაურებული საქმეების, მათ შორის „რუსთავი 2“-ის და კაბელების საქმეების განხილვა, შესაძლოა, თავიდან დაიწყოს. საქმე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეებს - ირინა იმერლიშვილსა და გიორგი კვერენჩხილაძეს, რომლებსაც აღნიშნული საქმეები გასაცნობად გადაეცათ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, ზაზა თავაძის განცხადებით, სწორედ ახალი მოსამართლეების გადასაწყვეტია, საქმეები თავიდან განიხილება თუ მოხდება მისი გაგრძელება იმ ეტაპიდან, რა ეტაპზეც ახლაა.
საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიები უკვე დაკომპლექტდა და მოსამართლეები საქმეების განხილვას მომავალი კვირიდან შეუდგებიან.
საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიები უკვე დაკომპლექტდა და მოსამართლეები საქმეების განხილვას მომავალი კვირიდან შეუდგებიან.