loader

ლარი კვლავ გაუფასურდა - როგორი იქნება კურსი ხვალიდან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლარი კვლავ გაუფასურდა - როგორი იქნება კურსი ხვალიდან?

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4195 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4195 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4123 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0072 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6810 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 2.6535 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0275 ლარი შეადგინა.