loader

კაბელების საქმის ხელახალი განხილვა მხოლოდ დროის გაწელვა იქნება - ლევან სამუშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კაბელების საქმის ხელახალი განხილვა მხოლოდ დროის გაწელვა იქნება - ლევან სამუშია

საკონსტიტუციო სასამართლოში კაბელების საქმის ხელახალი განხილვა მხოლოდ დროის გაწელვა იქნება, - ამის შესახებ ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა. მისი თქმით, არსებობს სასამართლო ოქმები, სარჩელები, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ გადაწყვეტილება ხელახალი განხილვის გარეშე გამოცხადდეს. გახმაურებული საქმეების, მათ შორის, "რუსთავი 2"-ის და კაბელების საქმეების განხილვა შესაძლოა თავიდან დაიწყოს. საქმე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეებს, რომლებსაც აღნიშნული საქმეები გასაცნობად გადაეცათ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, ზაზა თავაძის თქმით, სწორედ ახალი მოსამართლეების გადასაწყვეტია, საქმეები თავიდან განიხილება თუ მოხდება მისი გაგრძელება იმ ეტაპიდან, რა ეტაპზეც ახლა არის.