loader

შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1955 წელს დაბადებული ტ.კ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის უნომრო ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 3 მჭიდი და 25 ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.