loader

ფესტივალი "განდაგანა" ბათუმში: მოგზაურობა აჭარულ სოფელში ქალაქიდან გაუსვლელად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფესტივალი "განდაგანა" ბათუმში: მოგზაურობა აჭარულ სოფელში ქალაქიდან გაუსვლელად

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ბათუმში სოფლად ტურიზმის ფესტივალ "განდაგანას" უმასპინძლა. ფესტივალის ფარგლებში ევროპის მოედანზე წარმოდგენილია აჭარული შემოდგომა და სოფელი თავისი ტრადიციებით, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს, აჭარულ სოფელში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ. ღონისძიება სტუმრებისთვის კარგი შესაძლებლობაა, აღმოაჩინონ აჭარული სოფლის ხიბლი, მათთვის უცნობი თუ ნაცნობი მდიდარი აჭარული სამზარეულო, ტრადიციები და ფოლკლორი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სოფლის ტურიზმის ფესტივალ "განდაგანას" ბათუმში მეორე წელია ატარებს. ფესტივალი აჭარული სოფლის პოპულარიზაციასა და სოფლად ტურიზმის სტიმულირებას უწყობს ხელს.