loader

საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 23 წლის მშობიარის ახლობელმა ექიმს ჩაარტყა - დაპირისპირება ქუთაისის კლინიკაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 23 წლის მშობიარის ახლობელმა ექიმს ჩაარტყა - დაპირისპირება ქუთაისის კლინიკაში

ხმაური კლინიკა "ბომონდში". ქუთაისში რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი 23 წლის ლანა მიქელაძის დედის ექიმთან შესახვედრად მისვლას დაპირისპირება მოჰყვა. მთვარისა მიქელაძის შენობიდან გასაყვანად რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი და დაცვის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი. ვითარების განსამუხტავად გარდაცვლილის ნათესავებთან განყოფილების უფროსი ოლეგ სინაურიძე მივიდა, თუმცა მისმა გამოჩენამ ახლებლების გაღიზიანება გამოიწვია. სინაურიძის თქმით, გოგონას გარდაცვალებაში ექიმ მამუკა მიქაძის ბრალეულობა არ იკვეთება და მას პრობლემები საკეისრო კვეთის ჩატარებამდე ჰქონდა. საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 23 წლის გოგონას ოჯახი მომხდარში სამედიცინო დაწესებულებას ადანაშაულებს.