loader

პროტესტის 3 დღე: რა ხდება სოფელ ზვარეში, სადაც რამდენიმე დღის წინ ჩინელებმა და ქართველებმა იჩხუბეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროტესტის 3 დღე: რა ხდება სოფელ ზვარეში, სადაც რამდენიმე დღის წინ ჩინელებმა და ქართველებმა იჩხუბეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები პროტესტის ნიშნად მესამე დღეა აქციებს მართავენ და მუშაობის განახლებას არ აპირებენ.

როგორც ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებულები აცხადებენ, ისინი რამდენიმე დღის წინ მომხდარი ქართველი მუშების ცემის ფაქტის დროულად გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და ჩინური კომპანიის მენეჯმენტის შეცვლას ითხოვენ, რომელიც სოფელ ზვარეში ლიანდაგის მშენებლობას აწარმოებს.
რამდენიმე დღის წინ სოფელ ზვარეში ჩინელებსა და ქართველ მუშებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად რამდენიმე მუშა დაშავდა, რომლებიც ზესტაფონის და ხარაგაულის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მუშების გარდა, აქციას ზვარესა და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებიც შეუერთდნენ.