loader

სოფელ ზვარეში გაფიცული მუშების მხარდასაჭერად თბილისიდან სტუდენტები ჩავიდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოფელ ზვარეში გაფიცული მუშების მხარდასაჭერად თბილისიდან სტუდენტები ჩავიდნენ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში რკინიგზის მშენებლობაზე მომუშავე მუშების მხარდასაჭერად თბილისიდან სტუდენტები ჩავიდნენ. სტუდენტები გაფიცულ მუშებს სოლიდარობას უცხადებენ.

მათი თქმით, ზვარეში ქართველ მუშებს არაადამიანურ პირობებში უწევთ მუშაობა და მათი შრომითი პირობები ხშირად ირღვევა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული ქართველი მუშები რამდენიმე დღეა აქციას მართავენ. სოფელ ზვარეში ჩინელებსა და ქართველებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ქართველი მუშა დაშავდა, რომლებიც ზესტაფონის და ხარაგაულის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ჩინური კომპანიის "23-ე ბიუროს" მენეჯმენტის შეცვლას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში,ისინი სამუშაოების განახლებას არ აპირებენ.