loader

საარჩევნო დღის დადგომამდე, ხმის წინასწარი დაფიქსირებით, აშშ-ის მოსახლეობამ რეკორდი მოხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საარჩევნო დღის დადგომამდე, ხმის წინასწარი დაფიქსირებით, აშშ-ის მოსახლეობამ რეკორდი მოხსნა

საარჩევნო დღის დადგომამდე, ხმის წინასწარი დაფიქსირებით, შეერთებული შტატების მოსახლეობამ რეკორდი მოხსნა. აშშ-ის საარჩევნო სისტემის თანახმად, ხმის წინასწარ მიცემა დაშვებულია. Associated Press-ის მონაცემებით, თავისი არჩევანი უკვე 46.27 მილიონმა ადამიანმა დააფიქსირა, რაც 2012 წლის არჩევნების შედეგებს უკვე აჭარბებს. გამოცემის პროგნოზით, მანამ, სანამ საარჩევნო დღე ყველა შტატში ოფიციალურად დაიწყება, წინასწარ დაფიქსირებულ ხმათა რაოდენობა 50 მილიონს მიაღწევს. აღნიშნული რიცხვი ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის თითქმის 40%-ს შეადგენს.